კვლევა


                                        

                             ლექსიკის გაუმჯობესსების პრობლემის კვლევა
           ქართული, როგორც მეორე  ენის  სწავლების დროს საბაზეო  საფეხურზე
                                               VIII   და   IX  კლასებში






         სსიპ  მარნეულის  მუნიციპალიტეტის ,  სოფ. ცოფის  საჯარო სკოლის
              ქართული, როგორც მეორე  ენის კონსულტანტ-მასწავლებელი
                                                 ფატი  მუშკუდიანი





                                                     


                                                                     2019 წელი
                                                 
                                                      სარჩევი
                                                                                                                                    გვერდი
                                                                                                                        
შესავალი ----------------------------------------------------------------------------- ---2
ლიტერატურის მიმოხილვა -----------------------------------------------------------2       
თავი I.  კვლევა
1.1.  ინფორმაცია  სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი,  მონაწილე მხარეები----------8
1.2. საკვლევი  საკითხის  მიმოხილვა-----------------------------------------------------9
1.3. პრობლემის ანალიზი დაპრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები -----10
1.4.კვლევის მეთოდები , მონაცემთა შეგროვების მეთოდები------------------------11
1.5.კვლევის  მიზანი და  ამოცანები----------------------------------------------------- 12
თავი II. პირველადი  კვლევის შედეგები
2.1. მოსწავლეთა  გამოკითხვის  შედეგები -----------------------------------------14
2.2. მშობელთა გამოკითხვის   შედეგები -------------------------------------------17
2.3. მასწავლებლებთან  შეჯამება/შედეგები-----------------------------------------20
2.4. პირველადი  ტესტირების შედეგები -------------------------------------------21
თავი III ინტერვენცია
3.1. მეთოდების მიმოხილვა-----------------------------------------------------------27
3.2.  ინტერვენციის შედეგების შეფასება --------------------------------------------34
3.3. დასკვნები/რეკომენდაციები-----------------------------------------------------39
თავი IV
4.4.კვლევის განხორციელების ვადები ----------------------------------------------41
4.5. დანართები -------------------------------------------------------------------------42
4.6. გამოყენებული ლიტერატურა ---------------------------------------------------52
4.7.რეფლექსია -------------------------------------------------------------------------54
                                                             
                                                                 შესავალი
      2018-2019 სასწავლო წლის მეორე  სემესტრში (მარტი- მაისი)   მარნეულის მუნიციპალიტეტის  სოფ.ცოფის  საჯარო სკოლაში ჩავატარე  საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.  აღნიშნული სკოლა სომხურ-აზერბაიჯანულია, შესაბამიად ძალიან ბევრი პრობლემაა, ქართულის, როგორც მეორე  ენის სწავლების დროს. ერთ-ერთი   არის ლექსიკის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ პრობლემის გამომწვევი არაერთი მიზეზი არსებობს, მაგ. გარემო, ბავშვებს მხოლოდ ქართულის გაკვეთილზე უწევთ ქართული სიტყვების გამოყენება. მაგრამ უმთავრესი მაინც ლექსიკის სწავლების  არასწორი მეთოდებია, რომლებსაც ისინი იყენებენ. ძირითადად იზეპირებენ სიტყვებს და მერე მათი პრაქტიკაში გამოყენება უჭირთ. უჭირთ უცხო სიტყვების კონტექსტში ამოცნობა და ა. შ. შესაბამისად ათვისებულ ლექსიკას ხშირად  ვერ და არ იყენებენ. ჩემი პრაქტიკის კვლევაც სწორედ  ამ პრობლემის აღმოფხვრისკენ მივმართე, ანუ  ბავშვებს ვასწავლე ლექსიკის ათვისების რამოდენიმე მნიშვნელოვანი მეთოდი, რომელიც, ვთვლი, რომ მომავალში მათ გაუადვილებს ლექსიკის შესწავლას არამარტო ქართული ენის სწავლების დროს, არამედ ნებისმიუერი უცხო ენის შესწავლის პროცესში.
ძირითადი თემატურ-საძიებო სიტყვები: ქართული, როგორც მეორე  ენა, სოფ.ცოფის  საჯარო სკოლა, საბაზო საფეხური, ლექსიკის შესწავლა.


                                                      ლიტერატურის მიმოხილვა
 
   საბაზო საფეხურზე ქართულის, როგორც მეორე ენის შესწავლისას მოსწავლეები სახელმწიფო ენას ფუნქციურად გამოიყენებენ კომუნიკაციური მიზნებისა თუ სასწავლო საქმიანობათა განსახორციელებლად; დაეუფლებიან ენის სწავლის უნარებსაც. საბაზო საფეხურზე ღრმავდება ის საგნობრივი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც მოსწავლემ შეიძინა დაწყებით საფეხურზე.

ქართულის, როგორც მეორე ენის, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მოსწავლის მომზადება ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, როგორიცაა კონკრეტული გეზის არჩევა (აქტიურ ცხოვრებაში ჩაბმა, პროფესიული განათლების მიღება, სკოლაში სწავლის გაგრძელება). ამის გათვალისწინებით, ქართულის, როგორც მეორე ენის, საბაზო საფეხურის სტანდარტი განსაზღვრავს მოსწავლის აღჭურვა იმგვარი ცოდნით, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მას - გზა გაიკვალოს თანამედროვე ცხოვრებაში.
   საგნის სწავლა-სწავლებისას მოსწავლე ჩართული იქნება აქტივობებში, რომლებიც მას შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მისცემს.
    საგნის სწავლა-სწავლებისას მოსწავლე ჩართული იქნება აქტივობებში, რომლებიც მას შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მისცემს.

ა) საგნის სწავლა-სწავლების მიზნები
ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს:

·         მოსწავლეს განუვითაროს ქართულ ენაზე წარმატებული კომუნიკაციის უნარი;
·         მოსწავლეს განუვითაროს ქართული ენის მიზნობრივად და ფუნქციურად გამოყენების უნარი სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში;
·         მოსწავლეს განუვითაროს სხვა კულტურათა დაფასებისა და პატივისცემის უნარი;
·         ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოებაში მოსწავლის სრულფასოვან ინტეგრირებას;
  • მოსწავლეს განუვითაროს ენის დამოუკიდებლად სწავლის უნარი.

ამ მიზნებზე მიმართული მუშაობით საგანი „ქართული, როგორც მეორე ენა“ თავის წვლილს შეიტანს ეროვნული სასწავლო გეგმის მისიითა და მიზნებით გათვალისწინებული უნარებისა თუ ღირებულებების განვითარება-ჩამოყალიბებაში.   
ბ) სტანდარტის შედეგები და შინაარსი
სტანდარტის შედეგები საგნის ცნებებზე დაფუძნებით განსაზღვრავს მიზნობრივ ორიენტირებს და პასუხობს შეკითხვას: რა უნდა შეეძლოს საბაზო საფეხურის მოსწავლეს ქართულის, როგორც მეორე ენის ლიტერატურის ფარგლებში.

სტანდარტის შედეგები ჯგუფდება სამ მიმართულებად:

კომუნიკაცია - გულისხმობს საკომუნიკაციო უნარების განვითარების ხელშესაწყობად საჭირო და აუცილებელ სტრატეგიებ დაუფლებას და კონკრეტული საკომუნიკაციო ამოცანების გადასაჭრელად მათ მიზნობრივ გამოყენებას; ზეპირი თუ წერილობითი ტექსტის გაგებასა და გაანალიზებას როგორც შინაარსის, ისე მისი სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით; მონაწილეობას მრავალფეროვან საკომუნიკაციო სიტუაციებში და ენობრივი მარაგის უფრო თავისუფლად გამოყენებას როგორც სიმულაციური, ისე რეალური კომუნიკაციის დროს; პიროვნული და შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენას.

სოციოკულტურა და კულტურა - გულისხმობს განსხვავებული ენობრივ-კულტურული თვითმყოფადობის დაფასებასა და პატივისცემას; ზეპირი და წერილობითი ტექსტის გაანალიზებას, არა მხოლოდ ინტერკულტურული თვალსაზრისით, არამედ განსხვავებულ კულტურულ თუ სოციოკულტურულ კონტექსტებში ზეპირ და წერილობით ინტერაქცია; ცხოვრების განსხვავებული წესების, ტრადიციების, ღირებულებების აღმოჩენასა და გაგებას; საკუთარ კულტურულ გამოცდილებასა თუ გარემოსთან პარალელების გავლებას.

სწავლის სწავლა - გულისხმობს სასწავლო საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვასა და სწავლა-სწავლების პროცესში აქტიურ მონაწილეობას (სწავლის პროცესის დაგეგმვა, შეფასებასა და  მონიტორინგს; სასწავლო მიზნებისა და ამოცანების გააზრება; შედეგების დამოუკიდებლად შეფასება; გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება; სხვებთან თანამშრომლობის პროცესში კონსტრუქციული დამოკიდებულებების გამოვლენას; რესურსების ეფექტურად მართვას; იმ ფაქტორებისა და მიზეზების გაცნობიერებას, რომლებიც აფერხებს ან, პირიქით, ხელს უწყობს სასწავლო პროცესის მსვლელობას და სხვა).

სტანდარტის შინაარსი განსაზღვრავს, რა უნდა იცოდეს მოსწავლემ. შინაარსი აღიწერება სავალდებულო ცნებების, თემატური ბლოკებისა და საგნობრივი საკითხების სახით.

ამ შედეგების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია ლექსიკა. ბავშვი რომ გავიდეს აღნიშნულ შედეგებზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მას ქონდეს მდიდარი ლექსიკა, გამოყენება შეეძლოს, სწორად ეუფლებოდეს ლექსიკას და არ იზეპირებდეს. ლექსიკის შესწავლის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ლექსიკონში ჩაწერა სიტყვების და მისი დასწავლა, რაც არც ისე ნაყოფიანია. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მრავალფეროვანი სტრატეგიები სიტყვების შესასწავლად, გავამრავალფეროვნოთ მ,ეთოდები და ბავშვსებს ასე ვთქვათ „შემოვასწავლოთ“ ახალი სიტყვები.მნიშვნელოვანია, რომ სიტყვების სწავლების სტრატეგიები ასაკობრივად იყოს ადეკვატური დ გათვალისწინებული იყოს ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობები. ქართული, როგორც მეორე  ენის მასწავლებელმა კი ყურადღება უნდა მიაქციოსმოსწავლეთა ლექსიკური მარაგისა და კომპეტენციების ინდიკატორებსაც.
    მასწავლებელმა ერთმანეთისგან უნდა გამიჯნოს ზეპირი და კითხვითი ლექსიკური მარაგი. ზეპირი ლექსიკა არის იმ სიტყვების ერთობა, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად იყენებს. კითხვითი ლექსიკა კი იმ სიტყვების გულისხმობს, ტექსტების კითხვისას არის საჭირო. ზეპირი ლექსიკა არის საყრდენი კითხვითი ლექსიკის დაგროვებისთვის.
აუცილებელია, რომ მოსწავლეებს ვასწავლოთ წინასწარ შერჩეული სიტყვები (რომლებიც გამოიყენება როგორც ზეპირი საუბრისას, ასევე ტექსტების კითხვისას) ამისთვის კი უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა მეთოდები: ა) ჟესტების ჩვენება; ბ) რეალური საგნების ჩვენება; გ)დახატვა; დ) პოსტერების და ფოტოების ჩვენება; ე)როლური ტამაშები და პანტომიმა; ვ) მასწავლებლის მიერ მშობლიურ ენაზე სიტყვის დასახელება (თუ იცის ბავშვების ენა)... (G-PRIED, 2015, გვ 170)
აქვე ვკითხულობთ რომ სიტყვების მარაგი მჭიდრო კავშირშია  გაგება-გააზრებასთან. ბავშვებმა, რომლებმაც მეტი სიტყვა იციან,  უკეთ იგებენ ტექსტებსაც. თუ ბევრი სიტყვაა გაუგებარი, მთლიანი ტექსტიც გაუგებარი გახდება. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ბავშვებმა მუდმივად გაიმდიდრონ სიტყვების მარაგი (G-PRIED, 2015, გვ 212).
      ლექსიკის სწავლების სირთულეები და სხვადასხვა მეთოდები ასევე განხილულია  თინათინ კიღუაძისა და ეკატერინე ქუთათელაძის სახელმძღვანელოში „ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკა“.  იქ  აღნიშნულია რომ „ლექსიკის სწავლებისას დიდ სირთულეს ქმნის  სიტყვათა პოლისემიურობა და ომინიმია. მაგ:
თვალი (1.სხეულის ნაწილი 2.ძვირფასი ქვა)-პოლისემიური მნიშვნელობა
წელი (ა.სხეულის ნაწილი  ბ.წელიწადი) - ომონიმია“(კიღურაძე, ქუთათელაძე, 2006 წ.გვ.52).
      ამავე სახელმძღვანელოში საუბარია იმაზეც, რომ ლექსიკის სწავლებისას უმნიშვნელოვანესია გავითვალისწინთ ლექსიკის დიდაქტიკური სტრუქტურირებაც.კერძოდ ლექსიკის დაყოფა აქტიურ, პასიურ და პოტენციურ ლექსიკად.
„აქტიური ლექსიკა არის სიტყვათა ის მარაგი, რომლის გამოყენებაც (პროდუცირება) შეუძლია შემსწავლელს). პასიური ლექსიკაა, რომლის გაგებაც შეუძლია შემსწავლელსამა თუ იმ ტექსტის მოსმენის ან წაკითხვის დროს. პოტენციურ  ლექსიკას წარმოადგენს შემსწავლელისთვის ნაცნობი სიტყვებისგან ნაწარმოებ ახალ სიტყვათ ერთობლიობას“ (კიღუაძე, ქუთათელაძე, 2006, გვ.54).
    რაც შეეხება ლექსიკის შესწავლის ყველაზე გავრცელებულ საშუალებას - ლექსიკონს, ავტორები აღნიშნავენ, რომ „სწავლების პროცესში სასარგებლოა ლექსიკონით მუშაობის წესების გაცნობა: თუ როგორ იპოვოს შემსწავლელმა ესა თუ ის სიტყვა,რას ნიშნავს სხვადასხვა შემოკლება და როდის/როგორ გამოიყენოს ლექსიკონი. ასევე საჭიროა მითითებები როდის და რომელი სიტყვა იპოვოს შემსწავლელმა ლექსიკონში, რადგან ყველა სიტყვის ლექსიკონში მოძიება დამღლელი და არაეფექტურია, შესაბამისად მოტივაციას უკარგავს ენის შემსწავლელს. ზოგი სიტყვის ამოცნობა შემსწავლელმა უნდა შეძლოს კონტექსტით, ხოლო სადაც კონტექსტი ბუნდოვანია მაშინ დაიხმაროს ლექსიკონი“ (კიღუაძე, ქუთათელაძე 2006, გვ.55).





                                                                   


                                        თავი I კვლევა
1.1.  ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი, მონაწილე მხარეები
                                                       ინფორმაცია სკოლის შესახებ
     მარნეულის მუნიციპალიტეტის  სოფ.ცოფის საჯარო სკოლა ორსექტორიანია (სომხურ-აზერბაიჯანული) და ცხრაკლასიანია, ანუ მხოლოდ დაწყებითი და საბაზო საფეხურია ჩვენთან. სკოლაში სულ 76 მოსწავლეა, განსაკუთრების მცირეა სომხური კლასები, აქედან მხოლოდ 15 ბავშვი სწავლობს საბაზო საფეხურზე. სკოლაში დაახლოებით არის 30 მასწავლებელი, რომელთაგან მხოლოდ ერთია (მე, ფატი მუშკუდიანი) უფროსი მასწავლებელი, დანარჩენი ყველა არის პრაქტიკოსი.
 აღსანიშნავია, როპმ მოსწავლეებში შეინიშნება ენის სწავლების მოტივაცია,ისინი აცნობიერებენ რომ მათი წარმატება დამოკიდებული სახელმწიფო ენის ცოდნაზე, ერთვებიან სხვადასხვა პროექტებში, დადიან სასწავლო წრეებზე, ენის კურსებზე, საგრძნობლად გაიზარდა ინტერესეი სწავლისადმი თუმცა არის უამრავი პრობლემა, რომელთა გამოკვლევა და გამოსწორებაა საჭირო. საჭიროა დავადგინოთ ის ძირითადი სირთულეებვი რასაც ბავშვები აწყდებიან ქართულის შესწავლის დროს. კლასებში მოსწავლეთა კომპეტენციის დონე არაერთგვაროვანია, კლასში გვყავს, როგორც ა1, ა2 და 0 დონის მოსწავლეები, რაც ბევრი ფაქტირითაა გამოწველი. უპირველესი ალბათ ისააა, რომ მათ არ აქვთ გარემო სადაც, გაკვეტილის გარდა, გაიგონებენ ქართულ ლაპარაკს. ოჯახში მშობლებმა არ იციან ქართული, შესაბამისად ვერც დავალებების მომზადებაში დაეხმარებიან, ტელევიზორში არ უყურებენ ქართულ არხებს, არ უსმენენ ქართულ მუსიკას, შესაბამისად ძალიან ძნელია მხოლოდ გაკვეთილებით გაიუმჯობესონ მათ ენის ცოდნის დონე.



                                                          სამიზნე ჯგუფი

      ლექსიკური მარაგის გაუმჯობესების პრობლემის იდენტიფიცირებისა და ამ უნარის ბავშვებში  გაუმჯობესების მიზნით, ჩავატარე კვლევა, სამიზნე ჯგუფად ავირჩიე სოფ.ცოფის  საჯარო სკოლის  მე-8ა მე-8ბ  და მე-9ბ კლასები. აღნიშნული კლასების მოსწავლეები ენის ფლობის სხვადასხვა დონეზე არიან, ამიტომ ჩემი მიზანი იყო ერთნაირი ინტერვენციების განხორციელებით მივიღებდი თუ არა მსგავს შედეგებს.

                                                        კვლევაში მონაწილე მხარეები:
-         მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ.ცოფის  საჯარო სკოლის მე-8ა, მე-8ბ და მე-9 კლასები.
-         მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ.ცოფის  საჯარო სკოლის მასწავლებლები.
-         მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ.ცოფის  საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეების მშობლები.

1.2.საკვლევი საკითხების მიმოხილვა

    კვლევის პროცესში ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პასუხი გამეცა რამოდენიმე მნიშვნელოვანი კითხვისთვის, შესაბამისად გამოიკვეთა შემდეგი საკვლევი საკითხები:
-         როგორია ლექსიკური მარაგის  დონე კვლევის სამიზნე ჯგუფში?

-         რა პრობლემებს აწყდებიან ბავშვები ლექსიკის შესწავლის დროს?

-         ეხმარებიან თუ არა ოჯახში ქართულის მეცადინეობაში?

-         უყურებენ თუ არა ქართულ გადაცემებს? უსმენს თუ არა ქართულ მუსიკას?
-         რა არის პრობლემის გამომწვევი ძირითდი მიზეზები?

-         რატომ აქვთ ბავშვებს ნასწავლი სიტყვების პრაქტიკაში გამოყენების პრობლემა, აქტიურად რატომ ვერ იყენებენ იმ ლექსიკას, რომელიც წესით იციან?

-         შეიცვალა თუ არა მოსწავლეებში ლექსკიკის ცოდნის დონე ინტერვენციების გამოყენების შემდეგ?


1. 3.პრობლემის ანალიზი და პრობლემის გამომწვევი მიზეზები
                                                პრობლემის ანალიზი
     2016 წლის 25 სექტემბრიდან ვასწავლი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ.ცოფის  საჯარო სკოლაში ქართულ ენას. ამ პერიოდიდან მოყოლებული უამრავ პრობლემას წავაწყდი ენის შესწავლის დროს. ერთ-ერთი ამ პრობლემათაგანი არის ლექსიკის სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები. შევამჩნიე რომ ბავშვებს ძალიან უჭირთ ნასწავლი ლექსიკის გამოყენება პრაქტიკაში, სხვა თემაში თუ შეგვხდება წინა თემაში ნასწავლი სიტყვა შეიძლება ვერ ამოიცნონ. ხშირად უჭირთ კონტექსტის მიხედვით შინაარსის გაგება,ახალი სიტყვებით სხვა წინადადებების შედგენა, ლოგიკურად ზედმეტი სიტყვის ამოცნობა, როცა თითოეულის მნიშვნელობა იციან და ა. შ. ჩემი ყურადღება მიიქცია იმანაც რომ ბავშვები სიტყვებს სწავლობენ ძირითადად ერთი მეთოდით - ლექსიკონებს აწარმოებენ და იზეპირებენ სიტყვებს. მე მათ ვასწავლი  მხოლოდ მე-8 კლასიდან, საბაზო საფეხურის ბოლო ორი კლასი. ისინი მიჩვეული არიან მხოლოდ ლექსიკონით სწავლებას და სიტყვების დაზეპირებას და შემდეგ ძალიან უჭირთ გადაერთონ სწავლების ახალ მეთოდებზე. რომ არ არის საჭირო სიტყვის დაზეპირება, მთავარია მისი გააზრება, გამოყენება და თავისდაუნებურად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შემოესწავლებათ სიტყვები.
გარდა ამისა, კლასებში არის სხვადასხვა დონის მოსწავლეები, შესაბამისად მიწევს დონეების მიხედვით შევუდგინო დავალებები, აქტივობები. ბავშვები აქტიურად ერთვებიან სახალისო აქტივობების შესრულებაში, თუმცა შედეგი ძალიან პატარაა და წინ ნელ-ნელა მივიწევთ.

                                       პრობლემის გამომწვევი მიზეზები
       კვლევის დაწყებამდე აუცილებელი იყო  პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზების დადგენა  და მათი ანალიზის საფუძველზე  ინტერვენციების დაგეგმვა.   რა იწვევს იმას, რომ ბავშვებს აქვთ ლექსიკის შესწავლის დროს პრობლემები, უჭირთ მათი გამოყენება.
     პირველ ეტაპზე გამოვიკითხე მშობლები, შემდეგ მოსწავლეები, გავესაუბრე მასწავლებლებს, თავადაც თუ ხვდებიან მსგავს პრობლემებს. მშობლებისგან მაინტერესებდა ეხმარებიან თუ არა ბავშვებს და რამდენად აქვთ მათ გარემო,რომელიც დაეხმარებათ ქართულის შესწავლაში. მასწავლებელებისგან გავარკვიე რას აკეთებენ თავად მსგავსი პრობლემების დროს.


1.4. კვლევის მეთოდები, მონაცემთა შეგროვების მეთოდები
                                          კვლევის მეთოდები
      კვლევის პროცესში გამოვიყენე კვლევის რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდები. როგორც დიაგნოსტიკური, ისე ინტერვენციების გასაზომი ტესტირებების დროს, კვლევის მიზანი იყო რიცხობრივად მეჩვენებინა მოსწავლეთა რაოდენობა, ვინ რა დონეზე და როგორ ახერხებდა ლექსიკის სწორად გაგება-გამოყენებას. თვისობრივი  მეთოდით კი გამოვიკვლიე ზოგადი სიტუაცია მოსწავლეებში, რამდენაც ახერხებენ სიტყვების სწორად გამოყენებას, კონტესტის მიხედვით ამოცნობას და უცხო სიტყვების შესწავლას სხვა უცხო ენების (რუსული, ინგლისური) შესწეავლის დროს.

                                   მონაცემთა შეგროვების მეთოდები
   კვლევის პროცესში მონაცემთა შეგროვების სხვადასხვა მეთოდი გამოვიყენე. პრობლემის იდენტიფიცირების ეტაპზე, იმის დასადგენად რამდენად დიდ დროს უთმობენ ქართულის შესწავლას ბავშვები, რა მეთოდებს იყენებენ, ეხმარებიან თუ არა სახლში, უყურებენ თუ არა ქართულ გადაცემებს, უსმენენ ქართულ მუსიკებს, იყენებენ ქართულ სიტყვებს ყოველდღიურად  შევადგინე კითხვარი (ორენოვანი ქართულ-აზერბაიჯანული; ქართულ-სომხური) მშობლებისთვის და ბავსვებისთვის. კითხვარი შედგებოდა დახურული კითხვებისგან (იხ.დანართი 1,დანართი 2). ასევე ჩავატარე ინტერვიუ სხვა უცხო ენების მასწავლებლებთან, რათა დამედგინა როგორ ავლენენ აღნიშნული კლასების მოსწავლეები ლექსიკის შესწავლის უნარებს მათ საგანში.
   მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის, სიტყვების სწორად გამოყენების, სინონიმური და ანტონიმური წყვილების  შემოწმება-შეფასების მიზნით, კვლევის საწყისი და ინტერვენციების შემდგომი დონის დასადგენად გამოვიყენე ორი ტიპის დიაგნოსტიკური ტესტი - კომბინირებული ტესტი სიტყვების მნიშვნელობების დასადგენად და ასევე თხრობითი ხასიათის ტესტი, სადაც კონტექსტით უნდა ამოეცნოთ შინაარსი და შესაბამისი სიტყვა ჩაესვათ (იხ.დანართი)

1.5.კვლევის მიზანი და ამოცანები
                                                     კვლევის მიზანი
      კვლევის მიზანი იყო დამედგინა რა განაპირობებს  მოსწავლეებში დაბალ ლექსიკურ მარაგს, რა იწვევს დაბალ მოტივაციას ლექსიკის შესწავლის დროს. ყველაზე ეფექტური ინტერვენციების დაგეგმვა, გამოყენება და მიღწეული შედეგების შეფასება.

                                                     კვლევის ამოცანები
    ჩემი უპირველესი ამოცანაა  კვლევის განხორციელებისას პასუხი გაეცეს არსებით კითხვებს:
1.      რა განაპირობებს ბავშვებში დაბალ მოტივაციას ენის შესწავლის დროს?
2.      რომელი უნარები უნდა გააქტიურდეს ლექსიკის შესწავლის პროცესში, როგორც საკითხავი ლექსიკის, ისე სასაუბრო?
3.      რამდენად გამართლებული და ეფექტური იქნება პრობლემის იდენტიფიცირებისა და ლიტერატურის განხილვის შედეგად მიღებული   გადაწყვეტილების შედეგად  კონკრეტული სტრატეგიების  გამოყენება მოსწავლეთა  ლექსიკის გამდიდრების უნარის  განვითარებისთვის?
4.      რამდენად პოზიტიურად იმოქმედებს  სტრატეგიის გამოყენების შედეგად  მიღწეული წარმატება  მოსწავლეების ლექსიკის გამდიდრების  მოტივაციაზე.

                                             კვლევის დღიური:
v  ლიტერატურის  დამუშავება და საჭირო   ჩანაწერების გაკეთება;
v  სამოქმედო გეგმის შედგენა;
v  კითხვარის მომზადება და გამოკითხვის შედეგების ანალიზი;
v  ინტერვენციისთვის საჭირო ტესტების მომზადება;
v  დაკვირვების ფურცლების მომზადება;
v  მონაცემთა  ანალიზი.
                                 
                             



                               II თავი.  პირველადი კვლევის შედეგები
2.1. მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები
      იმის გასარკვევად, რა პრობლემებს აწყდებიან ქართულის სწავლის დროს, კითხულობენ თუ არა ქართულ წიგნებს,უყურებენ თუ არა ქართულ არხებს, საუბრობენ თუ არა ქართულად ყოველდღიურად, გამოვიკითხე   მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები.
1.    გეხმარებიან თუ არა/ვერა  მშობლები ქართული ენის სწავლაში?

VIII კლასი - 6 მოსწავლე                                     IX კლასი - 6 მოსწავლე

                                                   
                                                          
2.    თქვენი აზრით, საკმარის დროს უთმობთ თუ არა ქართულის მომზადებას?

VIII კლასი - 6 მოსწავლე                                       IX კლასი - 6 მოსწავლე

                                  

                                                   

3.    აწყდებით თუ არა პრობლემებს ქართულის შესწავლის დროს?

VIII კლასი - 6 მოსწავლე                                               IX კლასი - 6 მოსწავლე
                       

4.    იყენებთ თუ არა ოჯახში, მშობლებთნ ლაპარაკის დროს, ქართულ სიტყვებს?

            VIII კლასი - 6 მოსწავლე                                 IX კლასი - 6 მოსწავლე

                                              

5.    უყურებთ  თუ არა ქართულ ენაზე გადაცემებს? უსმენთ მუსიკებს?

VIII კლასი - 6 მოსწავლე                                IX კლასი - 6 მოსწავლე

                            
6.    კითხულობთ თუ არა ქართულად, სკოლის წიგნების გარდა?

         VIII კლასი - 6 მოსწავლე                                    IX კლასი - 6 მოსწავლე

                        

7.    ხალისით სწავლობთ ქართულ ენას თუ არა?

VIII კლასი - 6 მოსწავლე                                                   IX კლასი - 6 მოსწავლე

                                 


  შეჯამება: ორივე კლასში თითქმის ყველა მოსწავლემ აღნიშნა, რომ მშობლები ვერ ეხმარებიან ქართულის სწავლაში, რადგან მათ თავადაც  არ იციან ქართული ენა. მხოლოდ ერთმა მოსწავლემ აღნიშნა, რომ ხანდახან ეხმარება მამა ქართულის სწავლაში. ბავშვები საუბრობენ იმაზეც, რომ აქვთ პრობლემები ქართულის სწავლის დროს, თუმცა ხალისით სწავლობენ ქართულს, მხოლოდ  ერთმა მოსწავლემ აღნიშნა, რომ არ სწავლობს ქართულს ხალისით. ასევე, უმეტესობა (7 მოსწავლე ) აღნიშნავს, რომ არასაკამარის დროს უთმობენ ქართულის შესწავლას. სამწუხაროდ, ბავშვების დიდმა ნაწილმა (9 მოსწავლე)  თქვა, რომ არ უყურებენ ქართულ გადაცემებს და არც ქართულ მუსიკას უსმენენ,რაც ძალიან მნშვნელოვანია ენის შესწავლის დროს. ასევე, ბავშვების უმეტესობა, ორივე კლასში, არ კითხულობს ქართულ წიგნებს.

                              2.2. მშობელთ გამოკითხვის შედეგები
        კითხვარი განკუთვნილი იყო მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეთა მშობლებისათვის.  გამოკითხვით მინდოდა დამედგინა, რადენად ემთხვეოდა შვილების და მშობლების პასუხები ერთმანეთს. რამდენად არიან თავად ჩართულები შვილების სწავლების პროცესში და იცნობენ თუ არა თვიანთი შვილების პრობლემებს, ქართულის სწავლების პროცესში.

1.    ეხმარებით თუ არა/ვერა თქვენს შვილს ქართული ენის შესწავლაში?

VIII კლასი - 6 მშობელი                                        IX კლასი - 6 მშობელი

                                 

2.    თქვენი აზრით, საკმარის დროს უთმობს თუ არა თქვენი შვილი ქართულის მომზადებას?



VIII კლასი - 6 მშობელი                                                   IX კლასი - 6 მშობელი

                                    
3.    იცით თუ არა რა პრობლემებს  აწყდება თქვენი შვილი ქართული ენის შესწავლის დროს?

VIII კლასი - 6 მშობელი                                                 IX კლასი - 6 მშობელი

                                          
4.    იყენებს თუ არა თქვენი შვილი, თქვენთან ურთიერთობის დროს ქართულ სიტყვებს?

VIII კლასი - 6 მშობელი                                             IX კლასი - 6 მშობელი

                                         

5.    უყურებს თუ არა ,თქვენი შვილი, ქართულ გადაცემებს?უსმენს  ქართულ მუსიკას?

VIII კლასი - 6 მშობელი                                             IX კლასი - 6 მშობელი

                                    
6.    კითხულობს თუ არა ქართულად სკოლის წიგნის გარდა?

VIII კლასი - 6 მშობელი                                           IX კლასი - 6 მშობელი

                           
7.    ხალისით სწავლობს თქვენი შვილი ქართულ ენას, თუ არა?

VIII კლასი - 6 მშობელი                                          IX კლასი - 6 მშობელი
                              
                             
შეჯამება: ორივე კლასის მშობელთა უმეტესობამ აღნიშნა, რომ ვერ ეხმარებიან შვილს ქართულის სწავლაში, რადგან თავადაც არ იციან ქართული (კომენტარის სახლით დააფიქსირეს გამოკითხვის ფურცელზე). უმეტესობა  მიიჩნევს (8 მშობელი), რომ მათი შვილები არასაკმარის დროს უთმობენ ქართულის შესწავლას. 11 მშობელი ამბობს, რომ არ იციან რა პრობლემებს აწყდებიან  თავიანთი შვილები, ქართულის შესწავლის დროს.   როგორც ბავშვების, ასევე მშობლების უმეტესობამ (11მშობელი) თქვა, რომ ბავშვები მათთან ურთიერთობის დროს არ იყენებენ ქართულ სიტყვებს, არ უყურებენ ქართულ გადაცემებს.  თუმცა, 8 მშობელმა აღნიშნა, რომ ბავშვები ხალისით სწავლობენ ქართულს და უყვართ ქართულის გაკვეთილები.


2.3. მასწავლებლებთან ინტერვიუს   შეჯამება/შედეგები:

     მასწავლებლებთნ ინტერვიუს  მიზანი იყო,  დამედგინა ჩემი კვლევის სამიზნე კლასებში როგორია ლექსიკური მარაგის გამდიდრების პრობლემები სხვა ენების შესწავლის დროს. ამის დასადგენად გავესაუბრე ინგლისური ენისა  და რუსული  რუსული ენის მასწავლებლებს აინურ გულმამედოვას და შირინ გუსეინოვას. ორივე მათგანმა აღნიშნეს, რომ ბავშვები ლექსიკონის დახმარებით კარგად სწავლობენ სიტყვებს. მასწავლებელი მათ ჩააწერინებს ყოველი თემის უცხო სიტყვას ლექსიკონში და მეორე დღეს გამოიკითხავენ. სიტყვები მნიშვნელობის დონეზე მეტ-ნაკლებად ყოველთვის იციან, თუმცა ძალიან უჭირთ მათი გამოყენება საუბრის დროს, წინადადებების აწყობა. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს პრობლემა შედარებით სუსტ ბავშვებთან, ისინი, როგორც წესი, სიტყვებს იზეპირებენ, მაგრამ პრაქტიკაში გამოყენება უჭირთ. კონტექსტის მიხედვით უმეტესობა ამოიცნობს ტექსტის შინაარს, მაგრამ შინაარსის გადმოცემა ამ ენაზე უჭირთ.  შედარებით უკეთესი მდგომარეობა არის რუსულ ენაში, რუსულად უფრო შეუძლიათ ისაუბრონ, ვიდრე ინგლისურად.
      ორივე მასწავლებელმა  აღნიშნა, რომ ამის  მთავარი მიზეზი არის გარემო. ბავშვებს უცხო ენებთან შეხება აქვთ მხოლოდ გაკვეთილებზე, სახლში მათ არავინ ესაუბრება ინგლისურად, არ კითხულობენ  დამატებით ლიტერატურას ინგლისურად, არ უსმენენ მუსიკას... შესაბამისად შედეგიც სახეზეა. რუსულში უკეთესი მდგომარეობა კი ისევ გარემოდან გამომდინარე არის. მშობლების უმეტესობამ იცი რუსული და საჭიროების დროს დახმარებაც შეუძლიათ.
მასწავლებლებთან გამოყენებული კითხვები იხ. დანართი 3.



                                2.4. პირველადი ტესტირების შედეგები
    პრობლემის გამოვლენის ფაზაზე, შევადგინე ლექსიკური მარაგის შესამოწმებელი ტესტი, რომელიც მოიცავდა 5 დავალებას. პირველი დავალება იყო 9 ქულიანი, ცნებისა და ფოტოს დაკავშირება, მეორე დავალება იყო 5 ქულიანი და ითვალისწინებდა სიტყვისა და მისი განმარტების ერთმანეთთან დაკავშირებას,მესამე დავალებაში მოსწავლეს უნდა ამოეცნო ლოგიკურად ზედმეტი სიტყვა, ეს დავალება იყო 3 ქულიანი, მეოთხე დავალება იყო სინონიმების დაკავშირება ერთმანეთთან, 6 ქულიანი, ხოლო ბოლო, მეხუთე დავალება ითვალისწინებდა ტექსტში გამოტოვებული სიტყვების ჩასმას, რაც ლექსიკის გარდა ამოწმებს წაკითხულის გაგება-გააზრების უნარსაც. ორივე კლასში შევიტანე ერთი და იგივე ტესტი, რადგან მოსწავლეები ენის ფლობის კუთხით ერთ დონეზე არიან.
      დიაგრამების სახით წარმოგიდგენთ თითოეული დავალების შედეგებს ორივე კლასში.

დავალება #1.
    ყურადღებით დააკვირდი ფოტოებს და მოცემული სიტვებიდან  მიუწერე შესაბამისი სიტყვა.

დავალება # 2.
მოცემული სიტყვები დააკავშირე თავის განმარტებასთან



დავალება# 3.
ყურადღებით წაიკითხე მოცემული სიტყვები და გადახაზე ლოგიკურად ზედმეტი სიტყვა
                  
დავალება#4
იპოვე და ერთმანეთთან დააკავშირე სინონიმები
დავალება # 5.
თქვენ წინაშეა მხატვრული ტექსტი „ბარბი“, მასში გამოტოვებულია სიტყვები, თქვენ კი მოცემული სიტყვების ყუთიდან უნდა  აღადგინოთ გამოტოვებული სიტყვები.

  შეჯამება: როგორც დიაგრამებიდან  ჩანს ორივე კლასში მოსწავლეთა უმეტესობას გაუადვილდა  პირველი დავალების შესრულება, სიტყვისა და ფოტოს ერთმანეთთან დაკავშირება, 5 მოსწავლემ აიღო მაქსიმალური შეფასება. მეორე დავალების შესრულება განსაკუთრებით გაუადვილდა მე-8 კლასს, 6 დან 5-მა მოსწავლემ აიღო უმაღლესი 5 ქულა, ერთმა მოსწავლემ კი 0, ამ დავალებაში მე-9 კლასსაც არ აქვს ცუდი შედეგი - ორმა მოსწავლემ აიღო მაქსიმალური შეფასება, სამმა 3 ქულა დააგროვა, ერთმა 1,ხოლო ერთ მოსწავლეს ქონდა 0 ქულა. მესამე დავალებაში, სადაც მოსწავლეებს უნდა ეპოვათ ლოგიკურად ზედმეტი სიტყვა, ორივე კლასებიდან ოთხმა (3 მე-9, 1 მე-8 კლასიდან) მოსწავლემ აიღო მაქსიმალური ქულა, 0 ქულა არცერთს არ აუღია.  ექვს მოსწავლეს ქონდა 1 ქულა, ხოლო ორს - 2 ქულა. მეოთხე, სინონიმების დავალებაში თითო კლასიდან თითო მოსწავლემ აიღო მაქსიმალური 6 ქულა, ოთხმა მოსწავლემ - 4 ქულა, სამმა-2 ქულა, ორმა - 3 ქულა და ერმა მოსწავლემ 1 ქულა.  სამწუხაროდ, ბოლო მე-5 დავალების შესრულება ორივე კლასში გაუჭირდათ ბავშვებს. აღსანიშნავია, რომ ეს დავალება ითვალისწინებს არა მხოლოდ ლექსიკური მარაგის ცოდნას, არამედ მოსწავლეში ითხოვს წაკითხულის გაგება-გააზრების უნარსაც. ორივე კლასიდან მაქსიმალური 15 ქულა აიღო მხოლოდ ერთმა მოსწავლემ (მე-9 კლასი), 0 ქულა არცერთ მოსწავლესთნ არ დაფიქსირებულა. დიაგრამიდანაც ჩანს, რომ მოსწავლეებს გაუჭირდათ ბოლო დავალება.

      დასკვნა: პრობლემის გამოკვლევის ეტაპზე, ჩემი მიზანი იყო გამერკვია სამიზნე ჯგუფში ლექსიკური მარაგის დონე, მისი გამოყენების შესაძლებლობა, პრობლემის გამომწვევი მთავარი მიზეზი, რატომ აქვთ მოსწავლეებს ლექსიკის გამოყენების პრობლემა, მაშინ როდესაც შესაძლოა იციან კიდეც ამ სიტყვის მნიშვნელობა.
        როგორც კვლევებმა აჩვენა მოსწავლეებს დაბალი ლექსიკური მარაგი აქვთ. განსაკუთრებით უჭირთ კონტექსტის დახმარებით სიტყვის ამოცნობა, შერჩეული მქონდა შედარებით მარტივი ტექსტი, მათი დონის შესაბამისი, სიტყვებიც ისეთი მქონდა გამოტოვებული, რომლებით მათ წესით იციან, თუმცა მაინც გაუჭირდათ მისი ჩასმა. გაუჭირდათ ასევე სინონიმების პოვნა, რაც ადასტურებს იმას რომ მცირეა მათი ლექსიკური მარაგი.
      ამ პრობლემების მიზეზს მარტივად ამოვიცნობთ თუ ყურადღებით გადავხედავთ მშობლებისა და მოსწავლეების გამოკითხვის შედეგებს. სამწუხაროდ ბავშვებს მხოლოდ ქართულის გაკვეთილზე აქვთ ქართულ ენასთან შეხება, სხვაგან არსად, გარემო ვერ ეხმარებათ, მშობლებმა არ იციან ქართული, არ უყურებენ ქართულ გადაცემებს, შესაბამისად ნასწავლი ლექსიკა არაა აქტიური, ხშირად განმეორებადი და ადვილად ავიწყდებათ. მშობლები ვერ ეხმარებიან, მათ არც კი იციან რა სირთულეებს აწყდებიან თავიანთი შვილები ენის შესწავლის დროს.


                                 

                                                            III  ინტერვენცია
                                                              3.1. მეთოდების  მიმოხილვა
   ლექსიკის  გამდიდრების და ახალი სიტყვების შესწავლისთვის მრავალი მეთოდია შემუშავებული. ჩემი კვლევის ფარგლებში, ინტერვენციების სახით შევარჩიე   ექვსი მეთოდი/აქტივობა, რომელთა  დანერგვაც გადავწყვიტე  სამიზნე ჯგუფებში. ეს აქტივობები მოიცავს საგნისა და მცნების დაკავშირებას, სინონიმების და ანტონიმების შესწავლის საშუალებით ლექსიკის გამდიდრება, გამოტოვებული სიტყვების აღდგენა და ა.შ.  განსაკუთრებული ყურადღება მივაქციე ისეთ მეთოდებს, რომელიც გათვლილი არის წინადედებების გავრცობაზე, გამოტოვებული სიტყვების აღდგენაზე. ასე ბავშვებს უვითარდებათ კითხვის უნარები და კონტექსტის დახმარებით შინაარსის ამოცნობას უადვილებს.

1.    „გონებრივი რუკა“
მეთოდის/აქტივობის შესახებ - „გონებრივი რუკა“ არის გრაფიკული სქემა, რომელიც ეხმარება მოსწავლესინფორმაციის თვალსაჩინოდ ორგანიზებასა და წარმოდგენაში. იგი გამოიყენება, როგორც საინფორმაციო და მხატვრული ტექსტების გააზრებაში, ასევე ახალი დაც რთული ლექსიკური ერთეულების შესასწავლადაც. გონებრივი რუკის ცენტრში მოთავსებულია ცნება/თემა, ხოლო მისგან იშლება ამ ცნებასთან/თემასთან დაკავშირებული ძირითდი მახასიათებლები/ცნებები/ქვეთემები.
„გონებრივ რუკას“ მრავალი დანიშნულებით იყენებენ:
ა) წინარე ცოდნის გასააქტიურებლად;
ბ)წაკითხული ტექსტის გასააზრებლად;
გ) წერითი ნამუშევრის დასაგეგმად;
დ) განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად;
ე) იდეის/ცნების განსამარტად.


ამ მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებს განუვითარდებათ:
Ø  ინფორმაციის გააზრებისა და დამახსოვრების უნარები;
Ø  ცნებების/სიტყვების ერთმანეთტან დაკავშირების უნარი;
Ø  ინფორმაციის დახარისხების უნარი;
Ø  სააზროვნო პროცესის გრაფიკულად წარმოდგენის უნარი.

მუშაობის ფორმა: ინდივიდუალური, წყვილი, მცირე ჯგუფი, მთელი კლასი.
რესურსი: სპეციალური რესურსი არ არის საჭირო

მსვლელობა:
§  მასწავლებელი დაფაზე დაუწერს მოსწავლეებს სამიზნე ცნებას/თემას;
§  სთხოვს მათ გაიხსენონ ამ ცნებასთან/თემასთან დაკავშირებული მახასიათებლები/ცნებები;
§  მოსწავლე დაწერს ცენტრალურ ცნებასთან/თემასთნ ლოგიკურად  დაკავშირებულ მახასიათებლებს/ცნებებს/ქვეთემებს და ხაზებით ან ისრებით დაუკავშირებენ ერთმანეთს.
შენიშვნა: მნიშვნელოვანია, რომ საწყის ეტაპზე მასწავლებელმა თავად გააკეთოს კლასის წინაშე „გონებრივი რუკის“შევსების მოდელირება ხმამაღლა ფიქრის მეშვეობით,


2.    სიტყვის ვერბალური და ვიზუალური ასოციაციაციების რუკა
მეთოდის/აქტივობის შესახებ
ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების რუკა კიდევ ერთი სქემატური აქტივობაა ლექსიკურ ერთეულებზე  სამუშაოდ. მოსწავლეები ავსებენ სქემას მასწავლებლის მიერ წინასწარ შერჩეულ სიტყვაზე (ახალ და/ან მნიშვნელოვან ლექსიკურ ერთეულზე).
სიტყვა
ნახატი
განმარტება
მაგალითი/ასოციაცია






                                       

ამ სქემის გამოყენება მოსწავლეს ეხმარება:
·         ახალი სიტყვის/ცნების მნიშვნელობის გააზრებასა და დამახსოვრებაში;
·         ტექსტის გაგება-გააზრება;
·         წარმოსახვისა და ფიქრის უნარის გააქტიურებაში;
·         დამოუკიდებელი/თანამშრომლობითი მუშაობის ჩვევის გამომუშავებაში.
მუშაობის ფორმა: ინდივიდუალური, წყვილები, ჯგუფები.
რესურსი: შესავსები სქემა, კალამი, ფლომასტერი ან ფანქარი.
მსვლელობა:
·         მასწავლებელი წინასწარ შეარჩევს სქემაში განსამარტ სიტყვებს (მაგ.ახალი ლექსიკური ერთეულები)
·         მასწავლებელი არიგებს წინასწარ გამზადებულ შესავსებ სქემას;
·         ზედა მარცხენა უჯრაში მოსწავლე წერს შესასწავლ სიტყვას;
·         ზედა მარჯვენა უჯრაში ხატავს ამ სიტყვის შესაბამის გამოსახულებას;
·         ქვედა მარცხენა კუთხეში წერს ამ სიტყვის/ცნების განმარტებას საკუთრი სიტყვებით
·         ქვედა მარჯვენა უჯრასი წერს შესაბამის მაგალითებსა და ასოციაციებს.
დანართებში იხილეთ მოსწავლეებისგან შევსებული რუკის მაგალითი

3.    ჩამოწერე და განმარტე სიტყვები
მეთოდის/აქტივობის შესახებ
მოსწავლეები მასწავლებლის ინსტრუმენტის მიხედვით ჩამოწერენ სიტყვებს და განმარტავენ მათ.
ამ აქტივობების გამოყენება მოსწავლეს:
·         უმდიდრებს ლექსიკურ მარაგს;
·         უაქტიურებს უკვე ნასწავლი ლექსიკური ერთეულების ცოდნას;
·         უმაღლებს მოტივაციას რაც შეიძლება მეტი ახალი სიტყვების შესასწავლად;
·         აჩვევს სწრაფად აზროვნებას

მუშაობის ფორმა: წყვილები, ჯგუფები
რესურსი: ფურცლები
მსვლელობა:
ü  მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ორ ან მეტ ჯგუფად;
ü  მოსწავლეებმა 3-5 წუტში უნდა ჩამოწერონ რაც შეიძლება მეტი სიტყვა მითითებულ თემაზე, ასო-ბგერაზე, ილუსტრაციაზე და სხვა;
ü  გუნდები მორიგეობით კითხულობენ თითო სიტყვას და განმარტავენ. იმ შემთხვევაში თუ გუნდი ვერ ხსნის სიტყვას, მოწინააღმდეგე გუნდი განმარტავს;
ü  იმარჯვებს ის გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი სიტყვა ექნება ჩამოწერილი და სწორად განმარტებული.
შენიშვნა: შეიძლება ამ მეთოდის მრავალფეროვანი ვარიაციების მოფიქრება და ჩატარება.

4.    სიტყვის პირამიდა
მეთოდის/აქტივობის შესახებ
სიტყვის პირამიდა ეფექტური საშუალებაა ახალ ლექსიკურ ერთეულზე სამუშაოდ.
მოსწავლეები არჩევენ სქემას შერჩეულ სიტყვაზე.
მისი მეშვეობითმოსწავლე:
·         განმარტავს ახალ სამიზმნე სიტყვებს;
·         მოიშველიებს სინონიმებს ამ სიტყვის კიდევ უფრო დასაზუსტებლად;
·         იაქტიურებს უკვე ნასწავლი ლექსიკური ერთეულების ცოდნას;
·         ივითრებს უკვე ნასწავლი ერთეულების პრაქტიკულად გამოყენების ჩვევას.

მუშაობის ფორმა: ინდივიდუალური,წყვილები, ჯგუფები.
რესურსი: შესავსები სქემები (სქემის ამობეჭდილი ვერსია იხილეთ დანართში)
მსვლელობა:
ü  მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს წინასწარ გამზადებულ სქემებს;
ü  პირამიდის თავში, სულ ზედა საფეხურზე, წრერია სამიზნე სიტყვა;
ü  ამ სიტყვის ქვეშ მოსწავლეები წერენ ამ სიტყვის განმარტებას;
ü  განმარტების ქვეშ მიუწერენ სინონიმს;
ü  სულ ქვემოთ, ბოლო საფეხურზე, მოსწავლეები წერენ ამ სიტყვის გამოყენებით შედგენილ წინადადებას.


5.    დაკარგული სიტყვები
მეთოდის/აქტივობის შესახებ
მოსწავლეები ავსებენ ტექსტის მონაკვეთს, რომელშიც გამოტოვებულია რამოდენიმე სიტყვა.
ამ მეთოდის გამოყენებით მოსწავლე:
·         იმდიდრებს ლექსიკურ მარაგს;
·         სწავლობს  საჭირო სიტყვის ამოცნობას კონტექსტის მიხედვით;
·         აცნობიერებს, რომ ერთი და იგივე აზრი შეიძლება სხვადასხვანაირად გადმოვცეთ;
·         ეჩვევა კითხვის პროცესში სწრაფ აზროვნებას.
მუშაობის ფორმა: ინდივიდუალური, წყვილები,ჯგუფები.
რესურსი: შესავსები ტექსტები.
მსვლელობა:
ü  მასწავლებელი წინასწარ შეარჩევს მცირე ზომის ტექსტის/ტექსტების  მონაკვეთშ, რომლიდანაც ამოიღებს რამოდენიმე სიტყვას. მნიშვნელოვანია, რომ ეს სიტყვები ადვილად ამოსაცნობი იყოს კონტექსტის მიხედვით და მეტ-ნაკლებად თანაბრად გაფანტული ტექსტში;
ü  მოსწავლეები კიტხულობენ და ცდილობენ დაუბრუნონ ტექსტს „დაკარგული“ სიტყვები. ანუ გამოიცნონ და საჭირო ადგილას ჩაწერონ გამოტოვებული სიტყვები;
ü  ერთი გამოტოვებული სიტყვის ადგილას მოსწავლეებს რამოდენიმე სავარაუდო ვარიანტი ჩაწერონ, თუკი მოცემული კონტექსტი იძლევა ამის საშუალებას;
ü  მუშაობის შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ წყვილებში გადაამოწმონ და ერტმანეთს გაუზიარონ თავიანთი ნამუშევრები. შეაჯამონ და გადაამოწმონ,სწორად ჩასვეს თუ არა გამოტოვებული სიტყვები;
ü  მოსწავლეები მსჯელობენ თუ რა დაეხმარათ ამა თუ იმ სიტყვის შერჩევაში;
ü  მუშაობის დასრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ტექსტის ავტორისეულ ვერსიას.
ვარიაცია: ჩასასმელ სიტყვებს მოსწავლეები შეარჩევენ მასწავლებლის მიერ შეთავაზებული სამი ვარიანტიდან.

6.    სინონიმების ბანქო
მეთოდის/აქტივობის შესახებ
მოსწავლეები ეძებენ მასწავლებლის მიერ დარიგებულ სიტყვათა ბანქოში მოცემული სიტყვის სინონიმებს.

ამ აქტივობის გამოყენებით მოსწავლე:
·         სწავლობს  სიტყვების სინონიმებს;
·         იაქტიურებს შესწავლილი ლექსიკური ერთეულების ცოდნას;
·         იმდიდრებს ლექსიკურ მარაგს.
მუშაობის ფორმა: ინდივიდუალური, წყვილები, მცირე ჯგუფები.
რესურსი: ბანქოს ზომის ბარათების დასტა სინონიმური სიტყვებით.
მსვლელობა:
ü  მასწავლებელი ამზადებს „ბანქოს“ დასტას - ბარათების წყვილებს  სინონიმური სიტყვებით (მაგ.ლამაზი, მშვენიერი) თითო ბარათზე წერია სინონიმური წყვილის თითო სიტყვა.
ü  თამაშობს ორი მოსწავლე  ან მოსწავლეთა ორი ჯგუფი. ასევე შესაძლებელია თამაში გაიმართოს მოსწავლეთა წყვილებს შორის.
ü  მასწავლებელი თითოეულ მოთამაშეს (მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს/წყვილს) დაურიგებს თანაბარი რაოდენობის ბარათებს.
ü  მასწავლებელი დაიტოვებს ბარათების ნახევარს, დაიკავებს ხელში ან დადებს მაგიდაზე წარწერით ქვემოთ.
ü  თამაშის დასაწყებად მასწავლებელი დადებს ან ამოაბრუნებს მაგიდაზე ერთ ბარათს.
ü  მოსწავლეები ეძებენ მაგიდაზე დადებულ ბარათზე დაწერილი სიტყვის სინონიმებს თვიანთ ბარათებში.
ü  სინონიმის პოვნის შემთხვევაში მოსწავლე დაადებს ამ სიტყვას თავის ბარათს და ორივეს წაიღებს.
ü  გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც ყველაზე მეტ ბანქოს დააგროვებს.

ვარიაცია: შესაძლებელია ბანქო გაკეთდეს ანტონიმების სათამაშოდ, ხოლო პატარებთან სიტყვა დავწეროთ და შევუსაბამოთ ნახატს.

                                       3.2.  ინტერვენციის შედეგების შეჯამება
         დაახლოებით ორთვე-ნახევრის (12 მარტიდან 30 მაისის ჩათვლით) განმავლობაში გაკვეთილებზე ლექსიკაზე მუშაობის დროს, აქტიურად ვიყენებდი ზემოთ აღწერილ მეთოდებს, რა თქმა უნდა ყველა მეთოდს ერთდროულად ვერ გამოვიყენებდი, ვითვალისწინებდი გაკვეთილის თემას და მიზნებს. ბოლოს კი ორივე კლასში ჩავატარე  შემაჯამებელი ტესტირება, რათა შემედარებინა ჩემი შედეგები კვლევის დასაწყისში არსებულ მდგომარეობასთნ. ტესტი ზუსტად იმავე ტიპის დავალებებისგან შედგებოდა, რომლითც პირველადი ტესტირება, დავუმატე მხოლოდ ერთი ტიპის დავალება - მოცემული სიტყვების გამოყენებით წინადადებების შედგენა, რადგან ჩემი მუშაობის შემდეგ ვთვლიდი, რომ ეს უნდა შეძლებოდათ მოსწავლეებს.ჯამში ტესტირება შედგებოდა 6 დავალებისგან. პირველი იყო ფოტოსა და ცნების დაკავშირება, შემდეგი -ლოგიკურად ზედმეტი სიტყვის გადახაზვა, მესამე - მოცემული სიტყვებით წინადადებების აწყობა, მეოთხე - სინონიმური და ანტონიმური წყვილების პოვნა (პირველად ტესტში მხოლოდ სინონიმები მქონდა) და ბოლო დავალება აქაც  მოითხოვდა ტექსტში სიტყვების ჩასმას. (ტესტის ნიმუშის სანახავად იხ.დანართი 5)

შემაჯამებელი ტესტირების შედეგები:
1.    სიტყვისა და ცნების დაკავშირება


2.    ლოგიკურად ზედმეტი სიტყვის გადახაზვა


3.    მოცემული სიტყვებით წინადადებების შედგენა



4.    სინონიმების და ანტონიმების დაკავშირება


5.    სიტყვისა და განმარტების დაკავშირება




6.    ტექსტში გამოტოვებული სიტყვების ჩასმა


    შეფასება: როგორც დიაგრამებიდან ჩანს ბავშვებს აშკარად აქვთ წინსვლა თითქმის ყველა დავალებაში. პირველ დავალებაში მაქსიმალური ქულა აიღო 6- მა მოსწავლემ, რაც პირველად ტესტზე მეტია. პირველად ტესტირებაში მინიმალური ქულა იყო 2, ხოლო შეჯამების ტესტირებაში - 5, რაც ძალიან კარგი შედეგია. წინსვლაა „ზედმეტი სიტყვის გადახაზე“ დავალებაშიც, პირველ ეტაპზე მინიმალური ქულა იყო 0, ხოლო ამჯერად არც ერთ მოსწავლეს არ აუღია 0 ქულა, მაქსიმალური 4 ქულა დაიმსახურა 2 მოსწავლემ, ხოლო 3 ქულა 6 მოსწავლემ, რაც ბევრად კარგი შედეგია, ვიდრე იყო პირველად ტესტირებაში.
        ვფიქრობ, მესამე დავალებას „მოცემული სიტყვებით წინადადებების შედგენა“, მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი და  აქაც ჩანს მათი წინსვლა, 3-მა მოსწავლემ აიღო მაქსიმალური 5 ქულა, ანუ ყველა სიტყვაზე შეადგინა წინადადება, 3-მა აიღო 4 ქულა, 3-მა 3, 2-მა 2 და ერთმა 1 ქულა, მართალია მათ ეს დავალება პირველად ტესტირებაში არ ქონიათ, მაგრამ ეს შედეგი მოწმობს, რომ შეუძლიათ  ახალი სიტყვების გამოყენება და დამოუკიდებლად წინადადებების აწყობა.
      რაც შეეხება სინონიმების და ანტონიმების დასაკავშირებელ დავალებას, აქ ნაკლები წინსვლა გვაქვს, სინონიმების ამოცნობა გაუჭირდათ, მხოლოდ ერთმა მოსწავლემ შეძლო ყველა სინონიმური წყვილის პოვნა, მაგრამ ანტონიმები თითქმის არცერთს არ გართულებია, ალბათ თვითონ ანტონიმების სპეციფიკიდან გამომდინარე, და 9 მოსწავლემ ამოიცნო ყველა ანტონიმური წყვილი.
         აშკარა წინსვლა შეიმჩნეოდა ასევე  ბოლო დავალებაში, რაც გულისხმობდა ტექსტში სიტყვების აღდგენას. ტესტირება ამჯერად იყო 14 ქულიანი (წინაზე 16 ქულიანი), მაქსიმალური შედეგი აჩვენა 4-მა მოსწავლემ. მხოლოდ ერთს ქონდა ყველაზე დაბალი -5 ქულა.
     


                                      3.3. დასკვნები/რეკომენდაციები
         ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის მიზანი იყოსსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის   სოფ.ცოფის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის (VIII და IX კლასები) მოსწავლეებისთვის გამეუმჯობესებინა ლექსიკური მარაგის დონე. როგორც შემაჯამებელი ტესტირების შედეგად გამოჩნდა,ორთვე-ნახევრიანი მუშაობის შედეგად   მოსწავლეთა შედეგი მცირედით გაუმჯობესდა ორივე კლასში.
         რაც შეეხება რეკომენდაციებს, რადგან პრობლემა კომპლექსურია და მხოლოდ ერთი საგნის ფარგლებში ვერ მოგვარდება, უმჯობესია ცალ-ცალკე ჩამოვაყალიბოთ მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის.
რეკომენდაცია მოსწავლეებს:
ü  აუცილებლად უყურონ გადაცემებს და ფილმებს ქართულ ენაზე (ან ნებისმიერ შესასწავლ ენაზე), მოუსმინონ მუსიკას;
ü  იკითხონ დამატებითი ლიტერატურა ქართულ ენაზე;
ü  აქტიურად გამოიყენონ ახალი ნასწავლი სიტყვები ყოველდღიურად, თუნდაც ერთმანეთში.

               რეკომენდაცია  მშობლებს:
ü  დაინტერესდნენ შვილების პრობლემებით სწავლის დროს;
ü  სახლში აქტიურად ჩართონ ქართული არხები;
ü  ბავშვებს თხოვონ ასწავლონ ქართული სიტყვები, ამით ისინი გახალისდებიან და უფრო მონდომებით ისწავლიან.

               რეკომენდაცია მასწავლებლებს:
ü  შეიმუშაონ რამოდენიმე მეთოდი ლექსიკური მარაგის გაუმჯობესების მიზნით (მაგ.ისინი რომლებიც მე მაქვს აღწერილი კვლევაში) და  აქტიურად გამოიყენონ გაკვეთილებზე;
ü  არ შემოიფარგლონ მხოლოდ სახელმძღვანელოთი და ხშირად შესთავაზონ ბავშვებს სხვადასხვა სახალისო აქტივობა და რესურსი;
ü  იმუშაონ მოსწავლეებში ენის პრაქტიკაში გამოყენების უნარის გამომუშავებაზე, არ დააზეპირებინონ სიტყვები გაუაზრებლად.

                                                                               

                                                                                  IV თავი
4.1.   კვლევის განხორციელების ვადები












 დანართი 1. (კითხვარი მოსწავლეებისთვის)
                                     კითხვარი საბაზო საფეხურის  მოსწავლეებისთვის
ანონიმურობა დაცულია.
კლასი: --------------------------

#
                კითხვა
დიახ
 არა
ნაწილობ
რივ
კომენტარი
1.        
გეხმარებიან თუ არა/ვერა  მშობლები ქართული ენის სწავლაში?




2.        
თქვენი აზრით, საკმარის დროს უთმობთ თუ არა  ქართულის მომზადებას?  







3.        
აწყდებით თუ  არა პრობლემებს ქართული ენის შესწავლის დროს?




4.        
იყენებთ თუ არა  ოჯახში მშობლებთან ლაპარაკის დროს ქართულ სიტყვებს?




5.        
უყურებთ თუ არა ქართულ ენაზე გადაცემებს? უსმენთ ქართულ  მუსიკას?




6.        
კითხულობთ  თუ არა  ქართულად  სკოლის წიგნის გარდა?




7.        
ხალისით  სწავლობთ  ქართულ ენას  თუ არა?








       დანართი 2. (კითხვარი მშობლებისთვის)
                                               კითხვარი მშობლებისათვის.
     მოგახსენებთ, რომ ვატარებ პედაგოგიურ კვევას „ლექსიკის სწავლების პრობლემები უცხო ენის შესწავლის პროცესში“, რომელშიც მნიშვნელოვანია მშობლის გამოკითხვაც. ანონიმურობა დაცულია. კითხვარი მოიცავს მხოლოდ დახურულ კითხვებს, საჭიროების შემთხვვაში გააკეთეთ კომენტარი.
რომელ კლასში სწავლობს თქვენი შვილი: --------------------------
თქვენი სქესი: -----------------------------------------------------------
თქვენი შვილის სქესი: -------------------------------------------------
#
                კითხვა
დიახ
 არა
ნაწილობ
რივ
კომენტარი
8.        
ეხმარებით თუ არა/ ვერა თქვენს  შვილს   ქართული ენის შესწავლაში?






9.        
თქვენი აზრით, საკმარის დროს უთმობს თუ არა თქვენი შვილი ქართულის მომზადებას?  







10.    
იცით თუ არა რა პრობლემებს აწყდება თქვენი შვილი ენის შესწავლის  დროს?




11.    
იყენებს თუ არა თქვენთან ურთიერთობის დროს ქართულ სიტყვებს?




12.    
უყურებს თუ არა ქართულ ენაზე გადაცემებს? უსმენს მუსიკას?




13.    
კითხულობს თუ არა  ქართულად  სკოლის წიგნის გარდა?




14.    
ხალისით  სწავლობს ქართულ ენას თქვვენი შვილი თუ არა?





დანართი 3. (ინტერვიუ მასწავლებლებთნ)
მასწავლებლებთან ინტერვიუს მთავარი კითხვები:
1.      როგორ შეაფასებდით ლექსიკური მარაგის დონეს მე-8 და მე-9  კლასების მოსწავლეებში?
2.      რამდენად აქტიურად და სწორად იყენებენ ყოველდღიურ ლექსიკას აღნიშნული კლასების მოსწავლეები?
3.      განსაკუთრებით რა ტიპის დავალებების შესრულება უჭირთ მოსწავლეებს?
4.      თქვენი აზრით, რა არის პრობლემის გამომწვევი მიზეზები? (პრობლემის არსებობის შემთხვევაში).

დანართი 4. ( ტესტირება გამოკვლევის ფაზაზე).
ინსტრუქცია ლექსიკური მარაგის შესამოწმებლად
        არსებობს ლექსიკური მარაგის (სიტყვების ცოდნის) შეფასების მრავალფეროვანი ინსტრუმენტები. იმის მიხედვით, თუ შეფასება კონკრეტულად რა სახის ცოდნის შემოწმებას ისახავს მიზნად, მოსწავლეს შეიძლება მოეთხოვებოდეს, რომ:
·         შეუსაბამოს სიტყვა მის გამოსახულებას;
·         ამოირჩიოს შესაბამისი განმარტების მქონე სიტყვა სიტყვათა ჩამონათვალში;
·         დააჯგუფოს  სიტყვები კატეგორიების მიხედვით;
·         ამოიცნის ლოგიკურად ზედმეტი სიტყვა სიტყვათა ჩამონათვალიდან;
·         გამოიყენოს კონტექსტი, რათა  ამოიცნოს სიტყვის მნიშვნელობა;
·         სწორად შეარჩიოს სიტყვის სინონიმი/ანტონიმი მოცემული სიტყვებიდან;
·         სწორად ჩასვას წინადადებაში/ტექსტში გამოტოვებული სიტყვები;
·         მოძებნოს  სიტყვის განმარტება ლექსიკონში და სხვ.
ლექსიკური მარაგის შესამოწმებელი ტესტი ორ ძირითდ კატეგორიად იყოფა, ესენია: 1) ცალკე აღებული სიტყვის მნიშვნელობის დადგენა და 2) კონტექსტში მოცემული სიტყვის მნიშვნელობის დადგენა.


პირველადი ტესტი:
1)    ყურადღებით დააკვირდით ფოტოებს და   მოცემული სიტყვებიდან მიუწერეთ შეაბამისი  განმარტება:
ასწავლის, ჩაფიქრებულია, მოწყენილია, ავად არის (გაციებულია), ბედნიერია, გაბრაზაბუ;ია, ხელს ხვევს, დაღლილია, თავის დაკვრა


                                           
-----------------------------           ---------------------------------------       -----------------------------------------
                          
-----------------------------------        ----------------------------------------          ------------------------------------------
                       
-----------------------------------        -------------------------------------             ----------------------------------------

2.      მოცემული სიტყვები დააკავშირე თავის   განმარტებასთან:

1)      საზამთრო   --------------
2)      სტომატოლოგი  ----------
3)      კოსმონავტი ---------------
4)      კაფე -----------------------
5)      რვეული ----------------------
ა) ეს არის ადამიანი, რომელიც მოგზაურობს კოსმოსში.
ბ) ეს ხილი არის ზაფხულში, ძალიან გემრიელია. დიდი, მწვანე შავი ზოლებით.
გ) მასში ვწერთ საშინაო დავალებას.
დ)ეს ადამიანი მკურნალობს  ჩვენს  კბილებს.
ე) აქ მეგობრებთან ერთად შეგვიძლია ყავა დავლიოთ და ტორტი მივირთვათ.

3.      გადახაზე ლოგკურად ზედმეტი სიტყვა:

ა) ლობიო;        ბ) ბადრიჯანი ;      გ) მსხალი;    დ) პომიდორი;      ე) კიტრი.
ა) ექიმი;     ბ) მასწავლებელი;    გ) მოსწავლე ;     დ)მეცნიერი;     ე) სტილისტი.
ა) წიგნი;   ბ) კალამი;   გ) მოსწავლე;   დ) მერხი;   ე) ჩანთა
      
4.      დააკავშირე სინონიმები:

ა) ლამაზი                                         სასწავლებელი     
ბ) დიდი                                             მომცრო
გ) სკოლა                                            პედაგოგი
დ) პატარა                                          მშვენიერი
ე) მასწავლებელი                             ბაირაღი
ვ) დროშა                                           უზარმაზარი
5.         თქვენ  წინაშეა  მხატვრული ტექსტი „ბარბი“, რომელიც გვიამბობს გოგონების აყვარელ თოჯინა ბარბიზე. ტექტში გამოტოვებულია სიტყვები, თქვენ კი მოცემული სიტყვების ყუთიდან უნდა აღადგინოთ გამოტოვებული სიტყვები

                                                        ბარბი
  ბარბი  ამერიკელი  თოჯინაა.  ის ქერათმიანია. ბარბის  ლამაზი ---------------------- აცვია.   პატარა გოგონებს  მოსწონთ   ასეთი თოჯინები.  ბარბი  პირველად  ------------------   წელს  გააკეთეს. ბარბი გააკეთა  ამერიკელმა ქალბატონმა   რუთ ჰენდლერმა. თოჯინას, რუთის შვილის, ბარბარას, --------------- ჰქვია.  ბარბის   აქვს  თავისი ----------------. ამ სახლში ყველა ოთახია: სასადილო, -------------------, საძინებელი, სამზარეულო და --------------------.  
      ბარბის ბევრი -------------------------  აქვს. მის ტანსაცმელს სპეციალურად კერავენ და ცალკე -----------------. შეგიძლია უყიდო და ჩააცვა. ბარბის  ყავს თავისი -------------------. მისი მანქანა  -----------------   ან ვარდისფერია. შეგიძლია ბარბი მანქანაში ჩასვა და ---------------------------  წაიყვანო.  
      ბარბის ყავს -----------------  თოჯინა კენი. კენი მაღალი --------------------.წაბლისფერი --------------  აქვს.
ბარბის ყავს სხვა მეგობრებიც და ----------------------. ის ნამდვილი ადამიანივით  ცხოვრობს.

კაბები,   1959, სახელი, სახლი,  სააბაზანო,  ტანსაცმელი,  მანქანა,  წითელი, სასტუმრო,  ყიდიან  მეგობარი,   სასეირნოდ,  ბიჭია, ნათესავებიც,  თმა.








ტესტის აღრიცხვის ფორმა

დანართი 5.
                                    ინტერვენციების განხორციელების შემდგომი ტესტირება
სახელი: ------------------    გვარი: -------------------  კლასი: ---------------     თარიღი:-------------
1.ყურადღებით დააკვირდით ფოტოებს და   მოცემული სიტყვებიდან მიუწერეთ შეაბამისი  განმარტება:
მაკრატელი; მეზღვაური; ქოხი; კითხულობს; ალაგებს; ვარჯიშობს;  მეგობრული; შეყვარებული, სასაცილო
                      
-----------------------------------          ------------------------------        -------------------------------------
                                
-------------------------------       -----------------------------------      ---------------------------------------
                
--------------------------------      ---------------------------------        -----------------------------------
2. გადახაზე ლოგიკურად ზედმეტი სიტყვა:
მხიარული       მეგობრული          ბრაზიანი       მოსიყვარულე
მსხალი      ვაშლი       კირტი      ატამი     მარწყვი
სახლი       სასახლე       მუზეუმი       ქოხი      კორპუსი
პილოტი      კაპიტანი    მასწავლებელი     მძღოლი  

3. მოცემული სიტყვების გამოყენებით  ააგე წინადადებები
ლაშქრობა,  მებაღე, კომპიუტერი,  ყვავილები,  შემოდგომა
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


4. დააკავშირე  ანტონიმები და სინონიმები:
ვაშლი                                       შავი                                       სველი                                       ალპინისტი
საზამთრო                                რვეული                               ქარი                                          მწვრთნელი
თეთრი                                      მსხალი                                 მთამსვლელი                         ნამიანი
წითელი                                   ნესვი                                     მასწავლებელი                        სიო
წიგნი                                        ყვითელი                              კოლეჯი                                   სასწავლებელი

5.  მოცემული სიტყვები დააკავშირე თავის  განმარტებასთან:
1) ინტერნეტი ---------
2) ლექსიკონი  --------
3) უნივერსიტეტი --------
4) ვიზაჟისტი ----------
5) გაზქურა-------------
ა) წიგნი, რომლის დახმარებითაც ვსწავლობთ ახალ სიტყვებს
ბ) ადამიანი, რომელიც აკეთებს მაკიაჟს
გ) მისი საშუალებით რამოდენიმე წამში შეგვიძლია ინფორმაციის მოპოვება
დ) ადგილი, სადაც ვსწავლობთ და ვიღებთ პროფესიას
ე) ხელსაწყო, რომელშიც ვაცხობტ გემრიელ ნამცხვრებს და ვაკეთებთ საჭმელებს.
6.  თქვენ წინაშეა  საინფორმაციო ტიპის ტექსტი „მზის სისტემა“, რომელიც გვიამბობს მზეზე და მის ირგვლივ მოძრავ პლანეტებზე. ტექსტში გამოტოვებულის სიტყვები, თქვენ კი მოცემული სიტყვების ყუთიდან  უნდა აღადგინოთ გამოტოვებული ადგილები.
                     მზის  სისტემა
      მზე დიდი, ---------------  და ნათელი ვარსკვლავია. ის დედამიწაზე 109-ჯერ ----------------.მზე არის ვარსკვლავი, რომელიც ჩვენთან ყველაზე ახლოსაა. ის არის ვარსკვლავი, რომელიც გვათბობს, ------------------------, გვაცოცხლებს.
    ცაზე ვარსკვლავების და მზის  გარდა არის მთვარეც. მთვარე დედამიწის თანამგზავრია.
დედამიწა --------------  გარშემო მოძრაობს. მზის გარშემო კიდევ შვიდი ----------------  მოძრაობს.
მზის  სისტემის პლანეტებია: მერკური, -------------------, იუპიტერი, მარსი, -------------------, ნეპტუნი, პლუტონი და ურანი.
  მერკური მზის სისტემის ------------------- პატარა პლანეტაა.  ის მზესთან ყველაზე ახლოსაა. ვენერა მზიდან მეორე პლანეტაა.  მას სიყვარულის ------------------- სახელი ქვია.
   ჩვენ დედამიწაზე -------------------------. ის ერთადერთი პლანეტაა, სადაც სიცოცხლეა. მარსი ყველაზე მეტად -------------- დედამიწას.  იუპიტერი მზის სისტემის ------------------ პლანეტაა. მზის სისტემაში ყველაზე პატარა, ---------------- და ბნელი პლანეტა არის ნეპტუნი.
დიდია,  პლანეტა, გვანათებს, ვენერა, დედამიწა, ცხელი, ყველაზე, ვცხოვრობთ,უდიდესი, ქალღმერთის, მზის,  ჰგავს,ცივი

ტესტის აღრიცხვის ფორმა
დანართი 6.
                                                  შევსებული კითხვარები და ტესტები
     
   
          
                                                გამოყენებული ლიტერატურა
1.      ეროვნული სასწავლო გეგმა, 2011 http://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/mimdinare-esg-2011-2016

2.      ლექსიკა და ლექსიკური მარაგი, https://www.britishcouncil.ge/exam/ielts/prepare/videos/speaking-lexis-and-vocabulary

3.      ქართული ენის სახელმძღვანელო Vდონე(არაქართულენოვანი სკოლებისთვის)-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

4.      ქართული ენის სახელმძღვანელო VI დონე(არაქართულენოვანი სკოლებისთვის)-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

5.      „კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე“, სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული, G-PRIED, 2015

6.      კიღურაძე, ქუთათელაძე „ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკა“ 2006

7.      მანია ნათია, „ბარბი“, მოსწავლის წიგნები, ქართული, როგორც მეორე ენა, G-PRIED


8.      მანია ნათია „მზის სისტემა“, მოსწავლის წიგნი, ქართული, როგორც მეორე  ენა“ G-PRIED

9.      სინონიმები, სამუშაო ფურცლები, ქართული, როგორც მეორე ენა; G-PRIED














                                       
                                                


No comments:

Post a Comment