ღია / სამოდელო გაკვეთილები

აკვეთილის გეგმა
მასწავლებელი:  ფატი მუშკუდიანი
საგანი: ქართული, როგორც მეორე ენა
თემა: მზის  სისტემა
კლასი: VIII (მე-6 დონე) ------ უნარი - მოსმენა
გაკვეთილის გლობალური მიზანი:
 შემსწავლელს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ინფორმაცია მზის სისტემის პლანეტების შესახებ, ასევე,  შეუძლია გაიგოს საუბარი, რომელიც ეხება რაიმე პლანეტის ზომას, ფორმას, კლიმატს,ფორმას, მასას და  მოცულობას.

დრო
ფაზა
აქტივობის მიზანი
მოსწავლის აქტივობა
მუშაობის სოციალური ფორმები
სასწავლო მასალა, რესურსები
მაწავლებლის აქტივობა
5 წთ.
გამოწვევა
მზის  სისტემაზე/პლანეტებთან დაკავშირებული  წინარე ცოდნის გახსენება.
· მოსწავლეები იხსენებენ რა იციან მზის სისტემაზე,ზოგადად პლანეტებზე.
· გავავარჯიშებთგაკვეთილის თემასთან დაკავშირებულ ლექსიკას;
· ვაჩვენებთ ფოტოებს და უნდა მიუთითონ რა/ვინ  არის გამოსახული ფოტოზე
ფორუმი - ჩართულია მთელი კლასი
დაფა, ცარცი, პოსტერები
ავსებს ასოციოგრამას და მოსწავლეთა პასუხებს აფიქსირებს დაფაზე;

5წთ.
პრეზენტაცია
ახალი მასალის გაცნობა;

ვაყურებინებ ვიდეოს „მზის  სისტემა“, რომელშიც ახსნილია ინფორმაცია მზის  სისტემაზე და პლანეტების  სამყაროზე


ფორუმი - ჩართულია მთელი კლასი
პროექტორი, კომპიუტერი
უზრუნველყოფს ტექნიკურ დეტალებს, რათამოსწავლეებმა შეძლონ ვიდეოს ყურება
5წთ.
სემანტიზირება
მოსასმენი მასალის გლობალურ დონეზე გაგება;
რის შესახებაა ვიდეოში საუბარი.
ვიდეოს მიხედვით პასუხობენ კითხვებს:
1. რის შესახებ არის ვიდეო?
2. რამდენი პლანეტაა მზის  სისტემაში?
3. პლანეტების რა ნიშან-თვისებებზეა გამახვილებული ყურადღება?
ფორუმი
დაფა, ცარცი, კომპიუტერი, პროექტორი
მოსწავლეთა პასუხებს აფიქსირებს დაფაზე;
25 წთ.
ვარჯიში
ვიდეომასალის გაგება სელექციურ და დეტალურ დონეზე.
ვიდეოს მიხედვით ასრულებენ მოსმენისას და მოსმენის შემდგომ გათვალისწინებულ დავალებებს;
ინდივიდუალური მუშაობა, წყვილებში მუშაობა
მოსწავლეებისთვის ამობეჭდილი სავარჯიშოების მასალა, კომპიუტერი, პროექტორი
აკვირდება მოსწავლეთა მუშაობას; საჭიროების შემთხვევაში ეხმარება სუსტ მოსწავლეებს.
15 წთ.
ტრანსფერი
ქმნიან თვალსაჩინოება-პლაკატს „მზის სისტემა“.
მოსწავლეები ჯგუფურად  აკეთებენ თვალსაჩინოებას პლაკატის  სახით, სადაც  ასახული იქნება მზის სისტემის პლანეტები, მათი განლაგება,ფერი ზომა...

ჯგუფური მუშაობა
 მარკერი, ფორმატი, ფერადი ფურცლები, ქაღალდის წებო.
ქმნის  სამუშაო ჯგუფს და აძლევს ბავშვებს თვალსაჩინოების  შექმნისთვის  საჭირო მასალას, უხსნის  დეტალურად რა უნდა გააკეთონ და რა მოეთხოვებათ.საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მათ.



No comments:

Post a Comment