კონკურსები


ინტელექტ-კონკურს „ეტალონში“ მონაწილე მოსწავლეთა ჯგუფის მომზადების პროგრამა

პროგრამის ტიპი
პროგრამა გულისხმობს მოსწავლეთა მომზადებას ინტელექტ-ჩემპიონატისთვის
მიზნობრივი ჯგუფი
მე-8 მე-9  კლასები
მიზანი
პროგრამის მიზანია მოვამზადო მოსწავლეები ინტელექტ-კონკურს ეტალონისთვის“. ამ ჩემპიონატში მონაწილეობით საშუალება მიეცემათ წარმოაჩინონ თავიანთი ცოდნა, აიმაღლონ თვითშეფასება და მიიღონ მსგავს პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება. ეს ყველაფერი კი გამოიწვევს მათ მოტივირებას და განათლებით მეტ დაინტერესებას.
მიღწევის გზები
ჩემპიონატი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. პირველი ეტაპი ტარდება უშუალოდ სკოლებში და ტესტები განკუთვნილია ცალ-ცალკე კლასებისთვის (მე-8, მე-9, მე-10, მე-11).
პირველ რიგში მოვამზადებ მე-8 კლასის მოსწავლეებს შიდა შესარჩევი ტურისთვის, ხოლო შემდეგ კი ვიმუშავებ იმ მოსწავლეებთან, რომლებიც გადავლენ მომდევნო ეტაპებზე.
გამომდინარე იქიდან, რომ სკოლა არის არაქართულენოვანი, ამიტომ გადავწყვიტე მოსწავლეებისთვის ჩასატარებელი გაკვეთილების პროგრამა მიმართული იყოს არა სხვადასხვა საგნის შინაარსობრივ მხარეზე, არამედ მოსწავლეებს ქართულად ვასწავლო ამ საგნებისთვის დამახასიათებელი ძირითადი ტერმინები, რადგან მათ შეძლონ ტესტის შეკითხვებისა და სავარაუდო პასუხების სათანადოდ გაგება ქართულ ენაზე.
გამსახორციელებელი აქტივობები
·         მოსწავლეთა ინფორმირება;
·         მონაწილე მოსწავლეების შერჩევა და მათი რეგისტრირება;
·         გაკვეთილების ჩატარება;
ჩასატარებელი გაკვეთილების პროგრამა
·         მე-8 მე-9 კლასების სასწავლო დისციპლინები და მათთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგია:
ü  ისტორია, გეოგრაფია
ü  ქიმია, ბიოლოგია
ü  ფიზიკა, მათემატიკა
·         გადაცემა „ეტალონის“ ვიდეოჩანაწერები;
·         პრეტესტი
გამოყენებული რესურსები
·         სხვადასხვა საგნის წიგნები
·         კომპიუტერი
·         თაბახები
·         კალმები
·         ლექსიკონი
განხორციელების ვადები
I ტური - 5.11.20195.12.2019
II ტური - 16.01.20197.02.2019


No comments:

Post a Comment